logo_geo
eng_logo
სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება
- +

27 ივნისი. 2021. 07:55

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო ადგილზე დაათვალიერა.

 

პროექტის თანახმად, სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემები.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარით დაფინანსდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner