პედოფილიაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალმდებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულის ადვოკატი მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 139-ე მუხლით მიმდინარეობს.