ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა საცხოვრებელ შენობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუშაოს ფარგლებში, შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნა იყო. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი ინგირში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.