logo_geo
eng_logo
სომხეთის პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 71 მანდატი მიიღო
- +

27 ივნისი. 2021. 14:49

 

სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ პარლამენტში მანდატების რაოდენობა დაასახელა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებსა და ბლოკებს ერგოთ.

 

სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტია „ეროვნული თანხმობა“ ახალი მოწვევის პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს, სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 29 მანდატს, მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის ბლოკი „მაქვს პატივი“ - შვიდ ადგილს დაიკავებს.

 

ამის შესახებ დღეს სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან მანუკიანმა განაცხადა.

 

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner