ურეკში პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე ია ბარამიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
შემთხვევა ურეკში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივები ურეკის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის, თავიანთი ახლობლის დაკავება გააპროტესტეს. შემთხვევის დროს დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.