„მათი გამოსვლები ტექსტუალურად ავტორის გარეშე რომ წარმოადგინო, თავისუფლად შეიძლება მიეწეროს „ნაციონალური პარტიის“ წევრებს“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პასუხობს:
„რა პარადოქსია - გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პარლამენტარი ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აბრალებენ, რომ მისი საპარლამენტო გამოსვლა იყო უშინაარსო, არაფრისმთქმელი, პასუხებს გაექცა და ა.შ.
ამ დროს ხსენებული ქალბატონების კრიტიკული განცხადებები ტექსტუალურად, ავტორის გარეშე რომ წარმოადგინო, თავისუფლად შეიძლება მიეწეროს ეკა ხერხეულიძეს, თინა ბოკუჩავას ან თუნდაც ნატო ჩხეიძეს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.