საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ნათია მეზვრიშვილს და ანა ბუჩუკურს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:
„ქალბატონო ნათია და ქალბატონო ანა, გასულები ხართ მომსახურების ზონიდან. აბა, როგორ უნდა უწოდო აბსტრაქტული და პოპულისტური ფრაზები პრემიერის გამოსვლას და მის მიერ წარმოდგენილ ამბიციურ, მაგრამ გააზრებულ გეგმას?! არაფერი ღირებულიო, ბრძანა ნათია მეზვრიშვილმა და ანა ბუჩუკურიც დაეთანხმა… ნათია, ყველაზე ღირებული ადამიანია და წარმოდგენილი გეგმა სწორედ, რომ ადამიანის ინტერესებს ერგება და ეკონომიკურად მდგრადი ხვალინდელი საქართველოს წინაპირობაა! შენთვის არაფერი ღირებულია წარმოდგენილი გეგმით შესაძლებლობა, უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრდეს და 9%-მდე შემცირდეს?! შენთვის არაფერი ღირებულია 2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება?! შენთვის არაფერი ღირებულია მასწავლებლების ანაზღაურების ცვლილება რომლითაც 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს ხოლო სრული დატვირთვისას 3000 ლარს მიაღწევს?!
შენთვის არაფერი ღირებულია დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, სახელმწიფოს გეგმა დაიწყოს ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოება?! შენთვის არაფერი ღირებულია მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში საქართველოს ჩართვა?! ბევრს ჩამოვთვლიდი კიდევ, მაგრამ რახან მაინც არაფერი ღირებულია თავს შევიკავებ. არაფერი ღირებულია გავიგე, მაგრამ ერთს გკითხავ: საერთოდ რატომ იყავი იქ სადაც იყავი და რატომ იჯექი იქ სადაც იჯექი?! ფაქტია წარმოდგენილი გეგმით ჩემი საქართველო წინ - უკეთესი მომავლისაკენ მიდის! „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩაპრესილ ჩარჩენილების, სხვადასხვა პარტიებში ჩანერგილების კი - წინ, რუსეთისკენ! წინ წარსულისკენ! ნათია, ანა უკეთესად მოემზადეთ საგნობრივი დებატებისა და შეფასებებისთვის ამჯერად არაფერი ღირებული, უბრალოდ შეფასებად „ფეილი“ გაქვთ!” - წერს თამთა მეგრელიშვილი.