logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ქალბატონი მაკა, სირცხვილია!
- +

27 ივნისი. 2021. 15:12

 

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მაკა ჩიჩუას შესახებ წერს:

 

„ყოფილ პირველ ლედის ვუყურე, ქალბატონ მაკა ჩიჩუას. გავეშებულმა და დუჟმორეულმა სულ ბნელები გვეძახა, ვინც პრაიდის ჩატარებას არ ვგულშემატკივრობთ. ერთი მომენტი, მეგონა, პერსინგი აქვს ტუჩზე-მეთქი, მაგრამ მერე რომ აღარ ჰქონდა, მივხვდი, რომ ქალი საშველია (ჩვენს სიბნელეს რა ვუთხარი...). მოკლედ, სულ გვაძახა და გვაძახა, ზანგებს ავტობუსში ასვლა არ შეეძლოთ, ქალებმა ევროპაში ახლახან მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. როგორ გინდა შეეწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ - ქალბატონი პირველი ლედი ამ ყველაფერში ჩვენ - ქართველებს გვადანაშაულებს.

 

სინამდვილეში, 1960-ინი წლები, როდესაც აშშ-ში, მართლაც აკრძალული ჰქონდათ ფერადკანიანებს თეთრკანიანებთან ერთად ავტობუსით მგზავრობა, მისგან დიდად შორს არ უნდა იყოს და იქნებ, კარგადაც ახსოვდეს, რომ მსგავსი საქართველოში ვერ მოხდებოდა. უბრალოდ, ჩვენდაუნებურად, ზანგები არ გვყავდა და მილიონში ერთი თუ გამოერეოდა, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ისე შევცქეროდით - მოწიწებით, ხოლო ,,ბიძია თომას ქოხზე“ გაზრდილ თაობას ახლაც ცხარე ცრემლით გვეტირება

right_banner right_banner
არქივი
right_banner