logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ხალხმა პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურა უნდა დაამარცხოს
- +

19 ივლისი. 2016. 19:51


დღეს ქვეყანაში პარტიების დიქტატურაა გამეფებული, მიაჩნია „თეთრების" ლიდერს თემურ შაშიაშვილს. ამ დასკვნამდე „თეთრების" ლიდერი  ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოსახლეობასთან შეხვედრებმა მიიყვანა.


ყოველი ასეთი შეხვედრა   ქვეყანაში, თუ  ქვეყნის გარეთ,   მარწმუნებს  იმაში, რომ  საქართველოში  მით უფრო  იზრდება პოლიტიკოსთა თვითკმაყოფილება საკუთარი მოღვაწეობის შედეგებით, რაც უფრო  მძიმე  და გაუსაძლისი ხდება ხალხის ცხოვრება. საზოგადოება  დარწმუნებულია,  რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის მომართული, ძლიერი  პოლიტიკოსი, ვინემ დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში,  რომელთა ავტორიტეტი მიწასთან არის გასწორებული მე არ ვარ პარტიების წინააღმდეგი, თვითონ წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ  დღესყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობამ პარტიებითამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არ აქვს" - აცხადებს თეთრების ლიდერი.

 

მისი თქმით    პარტიების დიქტატურამ,   პოლიტიკიდან   განდევნა  მოაზროვნე ადამიანები,    სამწუხაროდპარტიების   დიქტატურა  კანონმდებლობითაა  განმტკიცებული. უპარტიო  გენიოსზე  მეტი  ძალა  გაქვს,  პარტიის წარმომადგენელს, რომელიც არც განათლებით გამოირჩევა და  მდარე მორალთან,  ზნეობასთან აქვს პრობლემები.


ქვეყანა სავსეა  მოაზროვნე ადამიანებით  და საქართველოს ისტორიაც ადასტურებსრომ ხალხს ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მოაზროვნე  ადამიანებმა  პარტიებისაგან თავსმოხვეული  შიში  უნდა დაძლიონ, ხალხთან  მოვიდნენ - გულწრფელ  ზრახვებში დაარწმუნონ  და  უიმედობით ხელებჩამოშვებულ  ხალხს  პოლიტიკური პოლიტიკური ოპტიმიზმის  განწყობა გაგვიჩინონ პოლიტიკური  პარტიების  დიქტატურის დასამარცხებლად", - აცხადებს „თეთრების"  ლიდერი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner