ხმაური იყო ურეკში. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 ადამიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციის შენობასთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
სამართალდამცველებმა გზა მალევე გაათავისუფლეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულების ახლობლები აქციებით იმუქრებიან.
ურეკში პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.