logo_geo
eng_logo
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
- +

28 ივნისი. 2021. 10:42

 

 

ხმაური იყო ურეკში. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 ადამიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციის შენობასთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

 

სამართალდამცველებმა გზა მალევე გაათავისუფლეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულების ახლობლები აქციებით იმუქრებიან.

 

ურეკში პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner