logo_geo
eng_logo
აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა
- +

28 ივნისი. 2021. 10:48

 

 

შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით შეტევები განხორციელდა. პენტაგონის განმარტებით, ავია იერიშების სამიზნე იარაღის საწყობები იყო.

 

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული მეორე ავია იერიშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner