logo_geo
eng_logo
ჰოლოკოსტის შესახებ კანონპროექტის შემუშავებამ პოლონეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაძაბა
- +

28 ივნისი. 2021. 10:48

 

 

პოლონეთმა და ისრაელმა ქვეყნებიდან საკუთარი ელჩები გამოიხმო. მიზეზი პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ ახალი კანონპროექტის მიღებაა, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებისთვის, წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადას აწესებს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

„დიდი იმედგაცრუება“, „სირცხვილი“, „ამორალური კანონი“, - ასე აფასებს ისრაელი ოფიციალური ვარშავის მიერ დაგეგმილ ცვლილებას.

 

„ეს არის არა ისტორიული დებატები ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობის შესახებ, არამედ - პოლონეთის მორალური ვალი მათ წინაშე, ვინც მისი მოქალაქე იყო და რომელთა ქონება გაძარცვეს ჰოლოკოსტის დროს და კომუნისტური რეჟიმის პირობებში”, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საკონმდებლო ცვლილება დააზიანებს ჰოლოკოსტისას გადარჩენილთა და მაშინ დაღუპულთა შთამომავლობის 90%-ს.

 

„ეს ამორალური კანონი სერიოზულად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე”, - წერია პოლონეთში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

 

აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ვარშავაც. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები არანაირად არ ზღუდავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სამოქალაქო სარჩელის შეტანის შესაძლებლობას - განურჩევლად მოსარჩელის ეროვნებისა და წარმოშობისა.

 

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების მასობრივი გენოციდი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner