logo_geo
eng_logo
მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე: წლებია, ცალკეულ მოსამართლეთა და ინსტიტუციის დისკრედიტაცია მიმდინარეობს
- +

28 ივნისი. 2021. 11:22

 

 

მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია.

 

„ესაა როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ისე, მთლიანად, ინსტიტუციური დისკრედიტაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც - რამდენიმე თვის წინ, ეს უკვე, წლებია, მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინაც, ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია; როდესაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, დისკუსია მიმდინარეობდა, ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმებულიყო. დღეს უკვე დისკუსიაა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, უნდა შეჩერდეს და, მოცემულ შემთხვევაში, ისინი არ უნდა განმწესდნენ“, - ამბობს ლაშა მაღლაკელიძე.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ამ თემაზე დღეს საუბარი იქნება ბიუროს სხდომაზე. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში. მოსამართლეები მოუწოდებენ მხარეებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner