logo_geo
eng_logo
ნიგერიაში მცხოვრებ 50 ათასამდე ბავშვს შიმშილისგან სიკვდილი ემუქრება
- +

19 ივლისი. 2016. 20:11


დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელის  მანუელ ფონტენის  განცხადებით, ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ 50 ათასამდე ბავშვს შიმშილისგან სიკვდილი ემუქრება.

ფონტენის განცხადებით, საკვები პროდუქტის მწვავე უკმარისობას ნიგერიის ბორნოს შტატში მცხოვრები ბავშვების თითქმის მეოთხედი განიცდის. ისინი სამედიცინო დახმარებასა და სურსათის რეგულარულ მიწოდებას საჭიროებენ.

ბორნოს შტატის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახევრად დანგრეულ ქალაქებში ცხოვრობს და სასმელი წყალი და საკვები ფაქტობრვად არ აქვს.

გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში შიმშილს 2,5 მილიონი ადამიანი განიცდის. ივნისში საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრების გარეშე" განაცხადა, რომ ბორნოს შტატის ქალაქ ბამაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში შიმშილით 200 ადამიანი დაიღუპა.

ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" მოქმედებს. დაჯგუფების მებრძოლებების თავდასხმებს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ორ მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner