logo_geo
eng_logo
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- +

28 ივნისი. 2021. 11:59

 

 

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

შემთხვევა წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, „ფორდის“ მარკის სამგზავრო ავტომობილმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და „ნისანის” მარკის ავტომობილს დაეჯახა, რა დროსაც სხეულის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორში, „არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

 

ექიმის განმარტებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner