საქართველოს მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯამში, საუბარია 24 რაგიომაუწყებელ კომპანიაზე. ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა მომავალშიც შეუწყობს ხელს თავისუფალ რადიომაუწყებლობას.