logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: თურქეთთან გარემოს დაცვის სფეროში ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა!
- +

19 ივლისი. 2016. 21:14


გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თურქეთში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან ერთად, მნიშვნელოვანია.



"ფრიად მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ქვეყანასთან. გარემოს დაცვის სფეროში ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ გავაგრძელოთ. 2009 წელს არის ხელშეკრულება მოწერილი, ჩვენს მიერ რატიფიცირებული და ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, დაჩქარდეს ეს პროცესი თურქეთის მხარეზე. ვთანამშრომლობთ სატყეო სექტორში, დაცული ტერიტორიების. ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ სახანძრო-უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ ტიპის შეთავაზებაც მივიღეთ სწავლების და ტექნიკური დახმარების. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა ეხება წყლის რესურსების ერთობლივ მართვას. შევთანხმდით იმაზე, რომ რაზეც ვისაუბრებთ, მხოლოდ ურთიერთსასარგებლო იქნება", - განაცხადა აგულაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner