logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი
- +

28 ივნისი. 2021. 13:06

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შე მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ვაქცინირებული ტურისტების ტესტირება რეგულაცია უნდა იყოს და არა რეკომენდაცია.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი მოსაზრება და ჩვენ ვთვლით, რომ დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვაქვს გაცილებით უფრო მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ვთვლით, რომ ტურისტების გადაადგილება იქნება უსაფრთხო უკვე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკვე ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და სხვა უწყებების ჩართულობით განხორციელდეს ამის კონტროლი“, - განმარტა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner