logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ბავშვის შეძენისას იპოთეკური სესხის სუბსიდირების მიზანი ქართული ოჯახების ხელშეწყობაა
- +

28 ივნისი. 2021. 13:06

 

 

მთავრობის ერთ-ერთი ახალი პროგრამა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის ახალი წევრი შეეძინებათ. ამ პროგრამის ამოცანა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი იქნება ყველა ტიპის ახალი პროგრამისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

 

„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა რამდენი პროგრამას. მათ შორის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიების წახალისებას, რასაც ასევე ემატება გრანტ-ელემენტი. მათ შორისაა, უნივერსალური მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმის შეთავაზებით, სადაც ერთდროულად სეხის სუბსიდირებაც მოხდება და თანაგარანტირებაც. მათ შორის აგროტურიზმისთვის შემოგვაქვს ახალი პროდუქტი, სადაც იქნება გრანტ-კომპონენტი და ერთ-ერთი ასეთი ახალი პროგრამა ეს არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის ახალი წევრი შეეძინებათ. ამ პროგრამის ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. ახალშობილი ოჯახისთვის არა მხოლოდ დიდი სიხარულია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ სამართლიანია, სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯებისა და პასუხისმგებლობის გაზიარებით. ეს მათ შორის იმ დეველოპერების დახმარებაც არის, ვინც ამ შეთავაზებას გააკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანაა ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ოჯახის ახალი წევრები ემატებათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner