logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას!
- +

19 ივლისი. 2016. 21:14


საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, თურქეთში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა იმართება.


მისი თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა ამ ფორმატში, რომელიც დაგეგმილი იყო.


"ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, სტრატეგიული თანაშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას; მჭიდრო კავშირების გარღმავებას. ეს არის მიმართულებები როგორც სოფლის, ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროში, ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარებისათვის, უსაფრთხოებისათვის, მშვიდობისათვის", - განაცხადა ჯანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner