ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ მიერ, პარლამენტის თავმჯდომარისთვის კომიტეტების მოადგილეების თანამდებობაზე წარდგენილ წევრების სიას ავრცელებს.
„ეს არის ისტორიული დოკუმენტი. არარსებული, ხელოვნური კრიზისიდან და ბოიკოტიდან კომიტეტებში ადგილების მოთხოვნამდე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამ ხალხს არა თუ ქვეყნის სიყვარულთან აქვს რაიმე კავშირი, მათი მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ამოყირავებაა, რასაც ვერასოდეს ეღირსებიან!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.