logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობა“ ყველაზე უპრინციპო პოლიტიკური ძალაა
- +

28 ივნისი. 2021. 15:07

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ „გაყალბებულ“ და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შევიდა და ახლა როგორც ჩანს მადაზე მოვიდნენ და მათთვის „კუთვნილ“ თანამდებობებს ითხოვენ“, – წერს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების თანამდებობებზე წარსადგენ დეპუტატების სიას აქვეყნებს.

 

ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“„ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკურ ძალას“ უწოდებს:

 

„ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ „გაყალბებულ“ და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შევიდა და ახლა როგორც ჩანს მადაზე მოვიდნენ და მათთვის „კუთვნილ“ თანამდებობებს ითხოვენ. არადა, მაგათ გაქცეულ პრეზიდენტს და გმირგრაალს რომ ჰკითხოთ, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია და რიგგარეშე არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს. 14 კომიტეტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდათ?“ - წერს ბოჟაძე,

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner