logo_geo
eng_logo
18-19 აგვისტოს საქართველოს თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა
- +

19 ივლისი. 2016. 21:15


სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის, ათი წელია, არსებობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.


მისი თქმით, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა, იყოს კიდევ უფრო მეტი პროგრესი.


"მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ეს პროგრესი და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს კოლეგასთან. საქართველოში, 18-19 აგვისტოს, დავგეგმეთ საპასუხო ვიზიტი, სადაც ასევე ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესფორუმის გამართვას. ეს არის ჩვენი ურთიერთობების დასაწყისი", - განაცხადა დანელიამ თურქეთში ვიზიტის დროს.


შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner