logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
- +

28 ივნისი. 2021. 16:09

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

 

მისი თქმით, სულ უფრო მეტი ავიაკომპანია ბრუნდება საქართველოში.

 

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner