“სტატისტიკას როცა მოვიშველიებთ აქაც საჭიროა კეთილსინდისიერება გამოვავლინოთ”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში გაყალბებული ეკონომიკური სტატისტიკის წარმოდგენაში დაადანაშაულა.
„როცა ისეთი სტატისტიკა მოგაქვთ, რომელიც თქვენთვისაა სასარგებლო, ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ... მაგალითად მშპ (მთლიანი შიგა პროდუქტი) მუდმივ ფასებში თქვენ დროს იყო 30 მილიარდი, გახდა 40 მილიარდი, რაც ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს. სიღარიბეზე იყო ბევრი საუბარი 34-დან 30%-მდე ჩამოიყვანეთ თქვენ 9 წლის განმავლობაში, ჩვენ შემთხვევაში 30-დან ჩამოვიდა 19,5%-მდე ჩამოვიდა 2019 წელს..თუმცა ახლა გვაქვს უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ესეც შემობრუნდება.
რაც შეეხება უმუშევრობას, აქ გიორგი ვაშაძის მიერ იყო ყალბი სტატისტიკა მოყვანილი. აქაც შემცირებულია მაჩვენებლები და ა.შ. მოსახლეობა თქვენს დროს შემცირდა 200 ათასი კაცით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 10 000 კაცით, მაგრამ არის გაზრდილი. როცა ორი სტატისტიკა მოგყავთ, ფრინველის სტატისტიკაც გაიხსენეთ, როცა ორჯერ არის გაზრდილი მაჩვენებლები. ციხეებსა და მედიაზე ბუნებრივია ყურადღებას აღარ გავამახვილებ“, - აღნიშნა კობახიძემ.