logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ტრაგიკული დღეა
- +

5 მარტი. 2016. 14:47



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


 

დღეს, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლებია ელოდებოდნენ თავიანთი შვილების, მამების გადმოსვენებას და მიწას მიბარებას. მათი სურვილი იყო, რომ მათ მუდმივი განსასვენებელი ჰქონოდათ. მათ მივაბარებთ ქართულ მიწას და ისინი იქნებიან იმ ადამიანების გვერდით, რომელთა გვერდითაც იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში. ეს იქნება ადგილი, სადაც ოჯახების წევრები, თითოეული ჩვენგანი შევძლებთ, მივიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner