„პრემიერ-მინისტრის მოხსენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში დღეს გამომსვლელებიდან, ეჭვიც არ მეპარება როგორც დარბაზში, ისე ტელეკრანებთან, საერთო ყურადღება მიიპყრო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველშვილის სიტყვამ“, - ამის შესახებ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი, თენგიზ გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როგორ მოენატრა ყველას ასეთი გულწრფელი, ალალი, არგუმენტირებული, დამაჯერებელი და საქმიანი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. ასეა, როცა წიგნიერი პროფესიონალი იმაზე მსჯელობს, რაც სიღრმისეულად იცის და ემსახურება.
ასეთები ტრიბუნაზე ტექსტის წაკითხვასაც არ აკადრებენ უპირველესად საკუთარ თავს. ზეპირად წარმოთქმულ საქმიან, სიტყვას სამართლიანად შეაგება ტაში დარბაზმა, შეიძლება ოპოზიციონრებმაც.
ზოგიერთი კი, ვინც აცხადებდა სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტშიო, ხოლო სპორტზე ზრუნვას და გაწეულ ხარჯებს ზედმეტად მიიჩნევდა, თავსაც დახრიდა, თუკი იმ სირცხვილის გააზრება სინდისის ნევრს შეუტოკებდა“, - წერს გაჩეჩილაძე.