logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა რუსეთის ჰიმნზე: მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა - სახელმწიფოებრივად სწორი არ იყო პროტესტის ფორმა
- +

28 ივნისი. 2021. 23:10

 

 

სახელმწიფოებრივად სწორი არ იყო პროტესტის ფორმა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სესიაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრის მიერ რუსეთის ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, პროტესტის აღნიშნული ფორმა სახელმწიფოებრივად სწორი არ იყო.

 

„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ორი დღე გავიარეთ და მე ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო წარიმართა საბოლოოდ პროცესი. მე არ მახსენდება არც ერთი პრემიერის გამოსვლა, სადაც ასე სრულად გამოეყენებინოს ყველას დრო.

მათ შორის, კომიტეტებსაც და პოლიტიკური გამოსვლები ფაქტობრივად, ერთი წუთი არ დაკარგულა, ყველამ გამოიყენა დრო, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტი მზად არის იმუშაოს.

ყველას არ გამოსდის ისეი კონსტრუქციულობა, როგორც სხვები ელოდებიან, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ რეალურად ჩვენ ვნახეთ ძალიან საინტერესო კრიტიკა, ხმამაღალი საუბარიც და მთავარია ეს არ გადაიზარდოს პირად შეურაცხყოფაში.

დღეს, მე ჰიმნი არ მომესმა, მე უბრალოდ მომესმა, რომ ვიღაცას ჰქონდა მუსიკა ჩართული - რომ არ დაგიმალოთ თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა. მართლა არ მეგონა და კომენტარი მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის ჰიმნიო. საბჭოთა კავშირის ჰიმნი დღეს არის რუსეთის ჰიმნი, ესეც უნდა გვახსოვდეს კარგად და ეს არის დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი და ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა, რომ ჩვენ იქ გვესმოდეს არის ოკუპანტის ჰიმნი ან ნებისმიერი საკითხი მასთან დაკავშირებული, ამიტომ სახელმწიფოებრივად სწორი არ იყო პროტესტის ფორმა“, - განაცხადა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner