logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია
- +

29 ივნისი. 2021. 00:51

 

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ხშირად საუბარია სულისკვეთებაზე და არა დოკუმენტის ტექსტზე. რატომ? იმიტომ რომ დოკუმენტის ტექსტში საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეცაა საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„მართლმსაჯულების საკითხს 19 აპრილის შეთანხმებაში ორი საკითხი ეხება: ერთი - ესაა რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არის ორწლიანი პროცესი და 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. მანამდე უნდა მოხდეს იმ შედეგების შესწავლა, რომელიც სხვა რეფორმებმა მოიტანეს. ეს ხანგრძლივი პროცესია.

 

მეორე საკითხი ეხება კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, სადაც კონკრეტულადაა მითითებული რა უნდა მოხდეს. კერძოდ წერია, რომ არსებულ სისტემას აქვს გარკვეული ხარვეზი და საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ამიტომ უნდა შეჩერდეს შერჩევა, დროებით დაპაუზდეს, გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი დაუახლოვდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, შემდეგ განახლდეს და დასრულდეს. ახლა სად ვიმყოფებით - ეს პროცესი შეჩერდა მარტში, შეიცვალა კანონი აპრილში, განახლდა აპრილში და მიდის დასასრულისკენ, ასეა ზუსტად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner