„დიდი საფრთხეა ეს ინდივიდი ქვეყნისთვის, ძალიან დიდი, იცოდეთ უბრალოდ!“, - წერს სოციალურ ქსელში პოეტი როინ აბუსელიძე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელის, ტარიელ ნაკაიძის მისამართით.
„რამდენიმე წლის წინ ვკითხე ამ გაზეპირებული ტექსტის ავტორს, რა გაქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის მეთქი და - ახლა უნდა დავიწყოო - ასე მიპასუხა...
შემდეგ, თავის "ბლოკლისტში" დამამატა. (მთელი აჭარა ჰყავს დაბლოკილი) არ ვიცი რამდენად იცის "ევროპულმა საქართველომ" ეს ყველაფერზე წამსვლელი კაცი ვისი პროექტია, მაგრამ საქართველოს შენებას საიდანაც იწყებს და რა მიზნითაც აპირებს თავისი გავლენის გამოყენებას, გულმა ვერ მოუთმინა და პირველივე წინადადებაში გაამხილა. ფაქტია მეზობელი ქვეყანა გაფაციცებით ადევნებდა თვალს თავისი აგენტის დაფასთან დგომას და ათიანსაც დაუწერდა ასეთი მომზადებული გაკვეთილისთვის, რომელსაც წლებია იზუთხავს.
ტიპს საამაყო ის აქვს რომ - ტარიელი ჰქვია, საიათნოვას და ილია ჭავჭავაძის შთამოვალია. ნუ სხვა რა უნდა თქვა? ჰო, აზერბაიჯანელი ქალის ნათესაობაც მიიწერა, არ ვიცი რისი აცილების მიზნით... ადამი და ევაც ამის წინაპარი იქნებოდა დიდი ალბათობით...
დიდი საფრთხეა ეს ინდივიდი ქვეყნისთვის, ძალიან დიდი, იცოდეთ უბრალოდ!“, - წერს პოეტი.