„დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატის არ გამოყენება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავრი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ამას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს, ვისაც უნდა დემოკრატიაში მონაწილეობა და დემოკრატიისგან სარგებლის მიღება, მათ შორის ბიუჯეტისგან. ეს ხომ ჩვენი ფულია, ეს არ არის „ლეიბორისტული“ პარტიის ამომრჩევლის ფული. ჩვენ ამ ფულს ვიხდით იმისთვის, რომ დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს.
დღეს ყველა კითხვას იმ კუთხით აქვს პასუხი გაცემული, რომ თუკი რაიმე პრეტენზიები არსებობს, ერთადერთი ადგილია პარლამენტი, სადაც საკუთარი პრეტენზიები, საკუთარი მოსაზრებები გაახმოვანონ და არა პარლამენტის კედლებს გარეთ, ეს არის დემოკრატიული თანამშრომლობის გზა. ამ გზას ვინც უხვევს ის მიდის მარგინალიზაციისა და დემოკრატიზაციის კალაპოტს მიღმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.