logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ დირექტორს ჟაკ კრაბალის შეხვდა
- +

29 ივნისი. 2021. 10:29

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში, შატო ტიერიში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ დირექტორს, ჟაკ კრაბალის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს, ასევე ოლიმპიური თამაშების დროს კულტურული ღონისძიებების გამართვა დაგეგმეს, რაც საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების საკითხი, რომელიც 2022 წელს დასრულდება",- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და ქალაქის მერი ჟან-პოლ როსელო ესწრებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner