logo_geo
eng_logo
გაერო-ს სამშვიდობო მისიები შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან
- +

29 ივნისი. 2021. 10:30

 

 

გაერო-ს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაერო-ს გენერალური ასამბლეა $6 მილიარდის მოცულობის ახალ ბიუჯეტზე შეთანხმებას 30 ივნისამდე ვერ მიაღწევს. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გაერო-ს წარმომადგენლის, კეტრინ პოლარდის განცხადებით, თუ 30 ივნისამდე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხდება, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ფინანსების დახარჯვას მხოლოდ გაერო-ს აქტივების დასაცავად და პერსონალისა და სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეძლებს.

 

ამასთან, გაერო-ს 12-მა სამშვიდობო მისიამ მიიღო რეკომენდაცია, შეიმუშაონ საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ბიუჯეტის დროულად დამტკიცება ვერ მოხერხდება.

 

ცნობისთვის, გაერო-ს სამშვიდობო მისიების უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner