logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
- +

29 ივნისი. 2021. 11:13

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის მხარდაჭერით, ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ტრენინგი ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სწავლების მიზანი იყო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ამ მიმართულებით მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

 

სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერი და აშშ-ის საკონსულოს უსაფრთხოების თანამშრომელი უძღვებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ.

 

ამერიკის საელჩო ხელს უწყობს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner