ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ვენო მერაბიშვილის წერილს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პასუხობს:
„კარგი რა, ვანო, კარგი რა, შენ რაღა მოგივიდა, შენ რაღამ მოგწყვიტა რეალობას, შენ მაინც ხომ ყოველთვის მიწაზე იდექ და... გვამებს ითხოვდი?!
მე არ მჯერა, რომ ეს შენი დაწერილია, არ არსებობს! შენ სასვენი ნიშნებისა არასოდეს არაფერი გაგეგებოდა და არც წინადადების გამართვა გეხერხებოდა. ეტყობა, ღამე საკნიდან გაგიყვანეს, თავზე „მეშოკი" ჩამოგაცვეს, „კომსომოლურ" აბრაკადაბრაზე ხელი მოგაწერინეს და ისევ უკან დაგაბრუნეს!
ვანოჯან, გატყუებენ, შენ რომ ციხიდან გამოხვალ, „ნაცმოძრაობა" აღარ იქნება!!!"- წერს ზედელაშვილი.