logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი იარაღია საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო ინსტრუმენტები
- +

29 ივნისი. 2021. 13:20

 

„რუსეთი რაც არ უნდა ახდენდეს იმიტაციას, რომ მათთვის არაა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრი, სინამდვილეში ეს ასე არ არის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ ჟენევაში ვიზიტისას განუცხადა.

 

მისი თქმით, ამის მაგალითად გამოდგება რუსეთის რეაქცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

„ჩვენ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შემცირდეს. ბრიუსელში ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაზეც განიხილებოდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მიმდინარე უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია და საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორუმს მიმდინარე რთული საკითხების წინ წამოსაწევად იყენებს“, - განაცხადა დარსალიამ.

 

ლაშა დარსალია ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში იმყოფება.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner