logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია!
- +

20 ივლისი. 2016. 00:02


  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.


ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.


"ის ადამიანები, ვინც მერაბიშვილის უფლებები შელახა, ვინც ამის კვალობაზე, კიდევ შელახა საქართველოს ინტერესები და ქართული სახელმწიფო სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენა, უნდა იყვნენ დასჯილები. უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, თუ რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება", - განაცხადა პრეზიდენტმა.


თუმცა, გიორგი მარგველაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის ციხეში უკანონოდ ზის.


სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner