logo_geo
eng_logo
წყალტუბოს ინოვაციების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო
- +

29 ივნისი. 2021. 16:01

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ საოფისე პროგრამებისა და სოციალური მედიის კურსის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცეს.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, შემდეგი ტრენინგები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება.

 

ინოვაციების ცენტრი არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, მიიღონ დამატებითი განათლება და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, იმუშაონ საინტერესო პროექტებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.

 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის და ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner