logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი ამერიკისა და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების დაპირისპირებას დაესწრნენ
- +

29 ივნისი. 2021. 17:28

 

 

ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებისა და საქართველოს დაპირისპირებას აშშ-ის ელჩი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 13-9 დასრულდა.

 

„აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო. ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ელჩმა დეგნანმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოთამაშეებს, გულშემატკივრობის შემდეგ, მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner