logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ეს არის დემოკრატია!
- +

20 ივლისი. 2016. 00:13



„თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ისინი უნდა არსებობდნენ პარლამენტში, ეს არის დემოკრატია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.


მისი თქმით, პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, სადაც არც ერთი მანდატი არ დაიკარგება. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ამას მათ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ წაართმევს.

 

„პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არ დაიკარგოს არც ერთი მანდატი. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ისინი უნდა არსებობდნენ პარლამენტში. ეს არის დემოკრატია. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეეები. სხვა საკითხია, ვიქნები თუ არა მე დამარცხებული, ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამის არანაირი შანსი არ არსებობს. მაგრამ, რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა, ეს სრულიად დასაშვებია. ქართველი ხალხი დასავლეთისკენ მიდიოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც. ეს პროცესი დამოკიდებული არ არის არც ჩემზე, არც "ნაციონალურ მოძრაობაზე", არც "რესპუბლიკურ პარტიაზე" და არც "ქართულ ოცნებაზე", ამას წყვეტს საზოგადოება",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner