logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სადგურ მეტეხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის დასრულებული სამუშაო ადგილზე მოინახულა
- +

29 ივნისი. 2021. 17:35

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სადგურ მეტეხის დასახლებაში, მესამე ქუჩის #4 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის დასრულებული სამუშაო ადგილზე მოინახულა.

 

მოსახლეობამ სახურავის სრული რეაბილიტაცია, მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით განახორციელა.

 

სამუშაო ინდმეწარმე „ნინო ჯუხარიძემ“ შეასრულა. სამუშაოზე 27 776 ლარი დაიხარჯა, რომლის  95% მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა ხოლო 5% ბინის მესაკუთრეებმა.

 

მოსახლეობამ ვახტანგ მაისურაძეს მადლობა გადაუხადა პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის, ვინაიდან ნალექიანი ამინდის დროს მოსახლეობას სახურავიდან ჩამონადენი წყალი ზიანს აყენებდა.

 

5 წელია კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე  12 სახის რეაბილიტაციას ახორციელებს: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის  გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის მონტაჟი,  სადარბაზოს კარების დამზადება და      მონტაჟი,  შენობის ფასადის შეკეთება,  მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.

 

გასულ  წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა.

 

გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და მოაგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner