საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც საქმეზე საუბარი შეიძლება.
"ეს არის კვირიკაშვილის სურვილი, რომ ვისაუბროთ საკითხებზე, თემებზე, და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. მე და კვირიკაშვილს ნამდვილად არასდროს გვქონია პიროვნულ თემაზე საუბარი. ბევრად უფრო სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ვიდრე აქამდე იყო. საუბარია პოლიტიკურ პროცესზე. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ. რადგან ასეთია კვირიკაშვილი. რომ გელაპარაკება პოლიტიკაზე, ბუნებრივია, მასთან მიდის მუშაობა. ის ჩემი მეგობარი არ არის და უფრო კარგი ურთიერთობა არ მაქვს. ის არის ჩემი პოლიტიკური პარტნიორი, რომელთანაც საუბარი შეიძლება პოლიტიკაზე", - განაცხადა მარგველავილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის თოქ-შოუ "არჩევანში."