რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრეთელობას და რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს რეაბილიტაციის პროცესი - ამასთან დაკავშირებით ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი აქცენტი გაკეთდეს სწორედ ოჯახის წევრების განათლებაზე, იმიტომ, რომ ყველაზე ხშირი კონტაქტი ბავშვთან ოჯახის წევრებს აქვთ.
ბავშვების რეაბილიტაცია არის საკმაოდ რთული, ამიტომაცაა, რომ ჩვენ პრევენციაზე ვმუშაობთ და პრევენცია გვინდა.
როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თითებიც აღარ მეყოფა იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს. დაწყებული დეპრესია, შეიძლება იყოს შფოთვები, დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, ძილის და მადის დარღვევები, დისოციაცია, პოსტტრავმული სტრესული დაავადება და შიზოფრენიის გარდა შეიძლება ნებისმიერი რაღაც იყოს გართულების სახით. ასეთი რაღაცების მართვა საკმაოდ რთულია. აქედან გამოსვლას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 50%-დან 80%-მდე, ანუ 10-დან შეიძლება 8 ბავშვს ჰქონდეს მსგავსი მოვლენები დარჩენილი წლების განმავლობაში," - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.