logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი თბილისშია
- +

30 ივნისი. 2021. 00:14

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თბილისშია. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, ამ ვიზიტით ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას.

 

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს ვიზიტი სპეციფიკურია ჩემთვის. მე ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ეს იქნება ჩემი ფინალური ვიზიტი ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ნოსტალგიურმა განწყობამ ჩამომიყვანა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ შევუწყო ხელი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას. ძალიან ბევრ თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის, რეფორმების პროცესზე, ნატოს მოახლოებულ სამიტზე, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ამიტომ, მოუთმენლად ველი შეხვედრებს, რომლებსაც მომდევნო 3 დღის განმავლობაში გავმართავ“, - განაცხადა აპატურაიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner