logo_geo
eng_logo
ლიკა ბარაბაძე: თუ ბავშვი გამოხატავს მისი ასაკისთვის არადამახასიათებელ ინტერესს სექსუალური თემებისადმი, ეს მიგვანიშნებს, რომ მოხდა ძალადობა
- +

30 ივნისი. 2021. 01:14

 

როგორ უნდა იეჭვოს მშობელმა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლია - ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა ლიკა ბარაბაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

"რასაც მე ვიტყვი ეს შეიძლება სხვადასხვა სტრესულ მოვლენას ახლდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩვენი შვილი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ პრინციპში ნებისმიერი ძალიან დიდი ცვლილება ბავშვის ხასიათში, იქნება ეს ძილის პრობლემები, ან მომატებული, ან ღამის კოშმარები, იქნება ეს მადის ცვლილებები ან მომატებული, ან დაქვეითებული, იქნება ეს ოთახში მარტო დარჩენის შიში და მომვლელთან მიწებებულობა, უფრო მეტი ვიდრე აქამდე იყო. ასეთი ცვლილებებია, რომელსაც მშობლები ვატყობთ ბავშვს.

 

რატომ არის სექსუალური განათლება მნიშვნელოვანი - იმიტომ, რომ მშობელმა უნდა იცოდეს ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის რა ქცევა არის მისაღები და მოსალოდნელი და რა არა. პირველი სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს რომ მოხდა ძალადობა, არის რომ ბავშვი გამოხატავს მისი ასაკისთვის არადამახასიათებელ ინტერესს სექსუალური თემებისადმი. შეიძლება შეეშინდეს  ბანაობისას გახდის და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც მშობლებმა უნდა ვიცოდეთ ამ ასაკში რა არის მოსალოდნელი და რა არა," - განაცხადა ლიკა ბარაბაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner