„დაფინანსების საკითხს რაც შეეხება, ეს კანონი ამოქმედდება 2022 წლის 1-ელ თებერვალს. ასე რომ დაფინანსებაც აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„„მოქალაქეებს“ დაუთვლიათ, არ ვიცოდი ეს ციფრი, 9 მილიონი აქვთ ამ პერიოდში მიღებული ისე, რომ თითიც არ გაუნძრევიათ პარლამენტში მუშაობით და როგორც ჩანს, სამივლინებო ხარჯებიც აქვთ აღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.