logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 19 აპრილის შეთანხმება არის დეპოლარიზაციის შეთანხმება - ამიტომაც მოვუწოდებთ ჩვენ ყველა გამოსვლაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხელი მოაწეროს
- +

30 ივნისი. 2021. 00:29

 

„19 აპრილის შეთანხმება არის დეპოლარიზაციის შეთანხმება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც მოვუწოდებთ ჩვენ ყველა გამოსვლაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხელი მოაწეროს. არ იმიტომ, რომ მათი ხელმოწერა განსაკუთრებულად ღირებულია არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის აქტი, რომელიც მათ უნდა განახორციელონ ამ ხელმოწერით და თქვან უარი პოლარიზაციაზე“, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.​

 

„გაცნობიერებულად უნდა გააკეთონ ეს. დღემდე პარლამენტთან კარვები აქვს გაშლილი „ნაციონალურ მოძრაობას“. თითქოს პარლამენტში არიან კონსტრუქციულ კალაპოტში და ამავე დროს გარეთაც არიან კარვებში.

საარჩევნო რეფორმამ გვაჩვენა, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია, სხვა უამრავი საკითხია და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ოპოზიციასთან ერთად ვითანამშრომლოთ და რაღაც საკითხებზე ერთად ვიმუშაოთ.

ჩვენ გვინდა 19 აპრილის შეთანხმება რაც შეიძლება მალე შესრულდეს და დაიხუროს ეს საკითხიც. დავუბრუნდეთ საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და ამ ფარგლებში ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან.

საარჩევნო რეფორმა, ალბათ იმიტომაც იყო წარმატებული, რომ ჩვენ ვიყავით გულწრფელები ერთმანეთთან, რა გვინდოდა ამ რეფორმისგან. რა რისკებს ვხედავდით და რისი დაზღვევა გვინდოდა ჩვენ, ეს იყო დესტრუქცია, პროცესების დაბლოკვა და საბოტაჟი. ამის დაფარვა გვინდოდა, ჩვენი ოპონენტები ხედავდნენ რისკებს მანიპულაციების და ეს ხვრელები უნდა დაიფაროს. ამიტომაც იყო წარმატებული, რომ ჩვენ მეორე მხარის პერსპექტივით ვაფასებდით რაღაც დებულებებს და ამიტომ მივედით საბოლოო ჯამში ამ შეთანხმებამდე. ვფიქრობ, რომ ამ სისტემამ აღარ უნდა დატოვოს რაიმე სივრცე სპეკულაციისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner