logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვაშინგტონში 3 000-მდე მაღალი კლასის სასტუმროა, პროცენტული ალბათობა იმისა, რომ ერთ სასტუმროში, ერთი და იგივე დროს გახარია და სააკაშვილი მოხვედრილიყო, არის ნული მეასედებით
- +

30 ივნისი. 2021. 00:58

 

„ვაშინგტონში, დაახლოებით, 3 000 მაღალი კლასის სასტუმროა, პროცენტული ალბათობა იმისა, რომ ერთ სასტუმროში, ერთი და იგივე დროს გახარია და სააკაშვილი მოხვედრილიყო, არის ნული მეასედებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.

 

მდინარაძემ გახარიასა და „ნაცმოძრაობის“ გეგმებს შორის დამთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ელემენტარული მათემატიკური დათვლით, ალბათობის თეორიის მიხედვით, თქვენ ამ შემთხვევაში გჯერათ ნული მთელი რაღაც პროცენტის, მე მჯერა 99,9 %-ის. შესაბამისად შეიძლება მაყურებელმა, იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენსავით დაიჯერებს ნული მთელ ნოლ რაღაცა პროცენტს, მე ასე არ მჯერა ხოლმე. დაემთხვა ის, რომ სააკაშვილიც 2-3 დღეს იძახდა იმ დღეებში და გახარიამაც უცბად თავისი პოზიციის რადიკალურად საწინააღმდეგოდ, მელიას დაკავების და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების 2-3 დღით გადადება მოითხოვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ დაემთხვა, რომ რისი გულისთვისაც გადადგა, ეს თავმჯდომარე ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც მისივე განცხადებით, ნიუ-იორკში იყო ჩასული ქორწილში, ვაშინგტონში საქმე არ ჰქონდა, ამერიკაში რომ იყო დაემთხვა იმიტომ, რომ ქორწილი დაემთხვა, მაგრამ ის ქორწილი იყო ნიუ-იორკის მახლობლად და ეს ადამიანი აღმოჩნდა შემთხვევით ამ დროს ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში და მაინც და მაინც იმ დროს დაემთხვა, გახარია აღმოჩნდა იგივე სასტუმროში. შემდეგ უკვე მეორე დღეს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი რომ მიადგა კამერით დაემთხვა, გეგელია და სალომე სამადაშვილი კადრში აღმოჩნდნენ, როდესაც იმ სასტუმროდან უკვე გადასული გახარია ინტერვიუს იძლეოდა. ეს არეულობა და აბნეულობა მათ მესიჯ ბოქსში, იმ სასტუმროში არ ყოფილაო მისმა თანაგუნდელებმა, რომ თქვეს ესეც დაემთხვა, შემდეგ სამადაშვილი და გეგელია დაემთხვნენ კადრში, იქ მიდიოდნენ, დაინახეს, თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ, კადრში რომ არ მოხვედრილიყვნენ , მაგრამ მოხვდნენ, ეს ყველაფერი დაემთხვა, დავიჯეროთ მაშინ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner