„არ მგონია რომ "პრაიდმა" ინციდენტების გარეშე ჩაიაროს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ე.წ. "პრაიდთან" დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ ბოლო დროს დაფიქსირებულ პოზიციებს თუ გავაანალიზებთ, ადვილად დავინახავთ რა დიდი ბრძოლა მიდის ღირებულებათა სისტემებსა და მსოფლმხედველობებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეტწილად ტრადიციულ-კონსერვატიული საზოგადოებისათვის მართლაც რომ სერიოზულ პრობლემად იქცა.
აქედან გამომდინარე, არ მგონია რომ "პრაიდმა" ინციდენტების გარეშე ჩაიაროს“, - წერს ანალტიკოსი.